Accentnews.ge
ორბანმა უნგრეთის პარლამენტს მოუწოდა, დაამტკიცოს შვედეთის NATO–ში გაწევრიანების შესახებ წინადადება

ორბანმა უნგრეთის პარლამენტს მოუწოდა, დაამტკიცოს შვედეთის NATO–ში გაწევრიანების შესახებ წინადადება

24/01/2024 13:40:13 მსოფლიო

უნგრეთის მთავრობა მოუწოდებს პარლამენტს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე ნატოს გენმდივნანსა და უნგრეთის პრემიერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ორბანს ესაუბრა. ის მიესალმა პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის აშკარა მხარდაჭერას შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ.

„მოუთმენლად ველი რატიფიცირებას, როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება“, - წერს სტოლტენბერგი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის გაწევრიანებას ნატოში.

„მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას მოწოდებას, კენჭი უყაროს შვედეთის გაწევრიანებას და დაასრულოს რატიფიცირება, რაც შეიძლება მალე“, - წერს ორბანი.

თურქეთის პარლამენტმა უკვე მოახდინა დოკუმენტის რატიფიცირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S