სამინისტრო: იაპონია გააგრძელებს უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერას
24/01/2024 13:49:10 მსოფლიო
იაპონია გააგრძელებს უკრაინისთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის აღმოჩენას. გასულ წელს ტოკიომ უკრაინას 3,6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში მასატო კანდამ განაცხადა.
იუწყებიან, რომ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და კანდამ განიხილეს უკრაინისა და იაპონიის თანამშრომლობა ფინანსურ სექტორში, ასევე უკრაინის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებები. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
„2023 წელს იაპონია გახდა უკრაინის ფინანსური დახმარების სიდიდით მესამე დონორი - დაახლოებით $3.6 მილიარდით. მადლიერები ვარ იაპონიის მთავრობის ძლიერი პოზიციისთვის და უკრაინის საჭიროებების გაგებისთვის, ისევე როგორც უკრაინის მხარდაჭერაში მისი ლიდერობისთვის G7-ის პრეზიდენტობის დროს 2023 წელს“, - განაცხადა მარჩენკომ შეხვედრისას.
ასევე აღინიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს სტრუქტურული რეფორმების გატარებას და IMF-ის 4-წლიანი პროგრამით (გაფართოებული დაფინანსება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო.


