Accentnews.ge
რაისი ერდოღანს ანკარაში ხვდება

რაისი ერდოღანს ანკარაში ხვდება

24/01/2024 14:28:25 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილვას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში ხვდება. წერს „როიტერი“.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები უხელმძღვანელებენ თურქეთ-ირანის ბიზნესსაბჭოსაც და შესაძლოა, ხელი მოაწერონ გარკვეულ შეთანხმებებსაც:

„შეხვედრების დროს, ორმხრივი კავშირების გარდა, მხარეები გაცვლიან აზრებს მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. კერძოდ, ღაზასა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმებზე“.

იბრაჰიმ რაისი თურქეთში თავდაპირველად ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი ორჯერ გადადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S