აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ ნაბიჯი გადადგა
24/01/2024 17:30:10 მსოფლიო
აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის აქტივების კონფისკაციას და შექმნის პირობებს უკრაინისთვის გადასაცემად მისი შემდგომი აღდგენისთვის,– წერს Reuters.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (20 მომხრე, 1 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა უპრეცედენტო "ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების აღდგენის (REPO) აქტს უკრაინელებისთვის." კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც მიიღო მსგავსი კანონპროექტი ასევე ორპარტიული აბსოლუტური მხარდაჭერით.
თუ კანონპროექტი მხარდაჭერას მოიპოვებს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში და მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ეს გზას გაუხსნის ვაშინგტონის მიერ იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების პირველად კონფისკაციას, რომელთანაც ის საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ბენ კარდინი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ მას აქვს ფართო მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელებისგან სენატში და წარმომადგენელთა პალატაში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან.
მან აღიარა ამ კანონმდებლობის რევოლუციური ხასიათი, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა რუსეთის ქმედებების სერიოზული შედეგები.
”სწორად ამიტომ უნდა გაკეთდეს ეს”, - თქვა კარდინმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ნებისმიერი ჩამორთმეული რუსული სახსრების უკრაინის აღსადგენად გამოყენებას. ეს არ არის დაკავშირებული ბაიდენის მოთხოვნასთან უკრაინის უსაფრთხოებისთვის 61 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.
მანამდე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებობს პოლიტიკური შეთანხმება რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ.


