მედია: ბრიტანეთმა გერმანიას უკრაინისთვის Taurus–ის დილემის გადაწყვეტა შესთავაზა
24/01/2024 19:03:23 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას გამოსავალი შესთავაზა სიტუაციიდან, რომელიც დაკავშირებულია ბერლინის თავშეკავებასთან, გადასცეს უკრაინას თავისი შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები Taurus. წერს Handelsblatt.
გამოცემის ცნობით, რომელიც ეყრდნობა „დიპლომატებს და ოფიციალური პირებს“, შეთავაზების მიხედვით, გერმანიამ რაკეტები დიდ ბრიტანეთს უნდა გადასცემს, სანაცვლოდ კი ბდიტანეთი მიაწვდის უკრაინას დამატებით შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow–ის რაკეტებს.
ვარაუდობენ, რომ ლონდონმა ეს წინადადება ბერლინს რამდენიმე კვირის წინ გადასცა, თუმცა შემდგომი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით არ გამოცხადებულა. გერმანიის კანცლერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას იმედი აქვს, რომ შეძლებენ გერმანიის დარწმუნებას უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების – Taurus-ის გადაცემის აუცილებლობაში.
კულებამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება გრძელდება.
როგორც ცნობილია, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე შეუტიონ.
„ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება“, - უთხრა Bild-ს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და განმარტა, რომ უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები სჭირდება არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, არამედ რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ფრონტის ხაზზე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
Taurus-ი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა. 17 იანვარს, გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა.


