უკრაინა: მტრის მიერ გაშვებული 14 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ
25/01/2024 06:42:02 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 იანვრის ღამეს განადგურებულია 11 რუსული დრონი ჯამში გაშვებული 14–დან.
ორმა დრონმა მიზანს ოდესაში მიაღწია, აფეთქების შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი.
გარდა ამისა, ბელგოროდის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა რამდენიმე საზენიტო, მართვადი C-300 რაკეტით მიიტანეს იერიში.
"მტერმა 14 "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვს მიმართულებით ნასროლია C-300 ტიპის 4 მართვადი რაკეტა". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავს, ამავდროულად, მიუხედავად მტკიცებულებებისა, უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.


