
PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა
25/01/2024 07:12:56 კავკასია
აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
გადაწყვეტილება ასამბლეის სხდომის დაწყებამდე გამოაცხადა, რომელზეც აზერბაიჯანელი დეპუტატების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელს სამად სეიდოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რჩება თუ არა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრად? სეიდოვმა ზუსტი პროგნოზისაგან თავი შეიკავა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა 24 იანვრის სხდომაზე გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის მიერ გაგზავნილი დეპუტატების სია არ დამტკიცდება მანამ, სანამ PACE-ს რეგლამენტს არ დამორჩილდება. საუბარია წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაზე, PACE-ს სამონიტორინგო და წინასაარჩევნო მისიები ქვეყანაში დაუშვას, რაზეც აზერბაიჯანი უარს ამბობს.