მედია: ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, დაამტკიცოს F-16–ების თურქეთისთვის მიყიდვა
25/01/2024 07:27:32 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წერილობითი ფორმით მოახდინა კონგრესის ძირითადი კომიტეტების ლიდერების ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, ოფიციალურად დაიწყოს თურქეთისთვის F-16 თვითმფრინავების მიყიდვის პროცესი, როგორც კი ანკარა დაასრულებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის დამტკიცებას,– წერს Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სენატისა და კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების რესპუბლიკელი და დემოკრატი წევრებისადმი მიწერილ წერილში ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, „დაყოვნების გარეშე“ დაამტკიცოს თურქეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვა.
მანამდე თეთრმა სახლმა გაუგზავნა წერილი კონგრესის წევრებს და მოუწოდა, დაემტკიცებინათ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16 თვითმფრინავებისა და განახლების კომპლექტების მიყიდვა თურქეთისთვის, – განუცხადა სააგენტოს ოთხმა წყარომ.
თანამოსაუბრეების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ ოფიციალურად არ ჩაუყენებია საქმის კურსში კონგრესი თურქეთისთვის თვითმფრინავის მიყიდვის გეგმის შესახებ.
თურქეთის მიერ შვედეთის წინადადების რატიფიცირების შეფერხება იყო მთავარი დაბრკოლება კონგრესის მიერ მოიერიშე თვითმფრინავების შეთანხმების დამტკიცებისთვის.
მანამდე რუსული ეს–400–ების შესყიდვა, შემდეგ კი თურქეთის მიერ შვედეთის წინადადების რატიფიცირების შეფერხება იყო მთავარი დაბრკოლება ამერიკული გამანადგურებლების შესყიდვის დამტკიცებისთვის.
ორი დღის წინ თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა შვედეთის წინადადება, დარჩა პრეზიდენტ ერდოღანის ხელმოწერა.


