ბორელი: 2024 წლის არჩევნები რუსული დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე იქნება
25/01/2024 07:38:51 მსოფლიო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თვლის, რომ არჩევნები, რომელიც წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება, რუსული დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე გახდება,– წერს Euractiv.
მისი თქმით, 2024 წელი "კრიტიკული წელია" უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და აღნიშნა, რომ არჩევნები გახდება უცხოური აქტორების მავნე ქმედებების მთავარი სამიზნე.
"ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე არ არის ბომბი, რომელსაც შეუძლია მოკლას, არამედ შხამი, რომელსაც შეუძლია თქვენი გონების კოლონიზაცია," - თვლის ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოება აღარ არის დაკავშირებული მხოლოდ იარაღთან და ჯანრთან, არამედ ინფორმაციასთან, რაც მოგვიანებით განსაზღვრავს, თუ როგორ ირჩევენ მოქალაქეები მთავრობას.
"გახსოვდეთ, რომ გადაუმოწმებელი მავნე კონტენტი კიბოს მსგავსად ვრცელდება და საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ჯანმრთელობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ამ დაავადებასთან ეფექტური ბრძოლისთვის, გვაქვს პოტენციალი და მეტი გვჭირდება," - თქვა ბორელმა.


