Accentnews.ge
მედია: უკრაინამ რუსეთში ნავთობისა და გაზის ობიექტს ერთ კვირაში მეოთხედ შეუტია

მედია: უკრაინამ რუსეთში ნავთობისა და გაზის ობიექტს ერთ კვირაში მეოთხედ შეუტია

25/01/2024 10:53:27 მსოფლიო

25 იანვარს, ღამით რუსულ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი დარტყმის შემდეგ გაჩნდა,– იუწყება "ოსტოროჟნო, ნოვოსტი".

ადგილობრივების თქმით, აფეთქებამდე ქალაქში საჰაერო განგაში გაისმა. ასევე, სოჭის აეროპორტში დაინერგა „კარპეტის“ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო სივრცის დახურვას ამოუცნობი ობიექტის გამოჩენისას.

მედია წერს, რომ ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა გადაკეტეს ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, მუშაობენ სპეცსამსახურები. ხანძრის ფართობი დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იყო. ცეცხლი რამდენიმე საათში ჩააქრეს.

რუსული მედიის ცნობით, ეს კვირის განმავლობაში რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა. მანამდე, 18 იანვარს, ლენინგრადის რაიონში ნავთობტერმინალს დაესხნენ თავს; 19 იანვარს დრონმა შეუტია "როსნეფტის" კუთვნილ ნავთობბაზას ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცში; 21 იანვარს, დრონის ვარდნამ გამოიწვია ხანძარი NOVATEK–ის ტერმინალში, ლენინგრადის რეგიონის უსტ-ლუგას საზღვაო პორტში. ხანძარი მთლიანად მხოლოდ 22 იანვარს, შუადღისას იქნა ლიკვიდირებული. ტერმინალის მუშაობა 24 იანვრის დილით განახლდა.

რუსული გამოცემა Bild წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული ინფრასტრუქტურის განადგურების ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ: ახალი სამიზნეები მოიცავს ობიექტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსული სამხედრო ძალების მომარაგებაში და მხარდაჭერაში. ასეთი ობიექტების განადგურებით უკრაინა მიზნად ისახავს მტერზე ზეწოლას და სამხედრო ოპერაციების კურსის შეცვლას უკრაინის სასარგებლოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S