
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
25/01/2024 11:18:35 სამართალი, საზოგადოება
მოძრაობა ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტების, „ხმის“ წევრების – გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
როგორც "აქცენტს" "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" უთხრეს, სასამართლო პროესი 16:00 საათზე უნდა გაიმართოს. საქმის მოსამართლე დავით კურტანიძეა.
პროკურატურამ აქტივისტებს ბრალი 24 იანვარს, გვიან წარუდგინა. ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ექვს წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს კეკელიძეზე, სადაც მოქალააქეები ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.