კრემლის პროპაგანდისტის მკვლელობაში ბრალდებულ ტრეპოვას 27 წელი მიუსაჯეს
25/01/2024 12:34:02 მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ კრემლის პროპაგანდისტ ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
26 წლის ტრეპოვას "ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტში, რამაც გამოიწვია ადამიანის განზრახ სიკვდილი" და "ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ტარებაში" დასდეს ბრალად.
1,9 წელი მიუსაჯეს დმიტრი კასინცევს, რომელსაც ტრეპოვას თანამზრახველობას ედავებიან.
2023 წლის 2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. გამოძიების ვერსიით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა.


