Accentnews.ge
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტები მოსამართლე კურტანიძემ პატიმრობაში დატოვა

ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტები მოსამართლე კურტანიძემ პატიმრობაში დატოვა

25/01/2024 14:21:21 სამართალი, საზოგადოება

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს – გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. სწორედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა სახელმწიფო ბრალდება. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

დაკავებულების მხარდამჭერებმა საპროტესტო შეძახილებით დატოვეს სხდომათა დარბაზი.

ბრალდება დაკავებულებს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ექვს წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს კეკელიძეზე, სადაც მოქალააქეები ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S