Accentnews.ge
გურო იმნაძე: მოსამართლემ იმოქმედა არა სამართლიანობის, არამედ სადამსჯელო პრინციპებით

გურო იმნაძე: მოსამართლემ იმოქმედა არა სამართლიანობის, არამედ სადამსჯელო პრინციპებით

25/01/2024 15:13:59 სამართალი, საზოგადოება

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული აქტივისტების – გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას ინტერესების დამცველი გურო იმნაძე ამბობს, რომ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას იხელმძღვანელა არა სამართლიანობის, არამედ სადამსჯელო პრინციპებით.

„ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ მოსამართლემ იმოქმედა არა სამართლიანობის და ადამიანის პრინციპებით, არამედ, სადამსჯელო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლო უბრალოდ სადამსჯელოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიებას იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი, სამართლიანობისთვის ბრძოლა იყოს უფრო მეტი საფრთხის ქვეშ და მოქალაქეებს ხვალ, ზეგ... არ გაუჩნდეთ სურვილი, ცდუნება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტონ“,– თქვა ჟურნალისტებთან იმნაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულ ორ აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდება დაკავებულებს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ექვს წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს კეკელიძეზე, სადაც მოქალააქეები ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S