გალუშჩენკო: უკრაინა 2024 წელს 4 ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს
25/01/2024 16:15:42 მსოფლიო
უკრაინა 2024 წელს 4 ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Reuters-თან საუბარშიი განაცხადა.
გალუშცენკოს თქმით, ბირთვული რეაქტორების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღსადგენად, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა.
ოთხივე რეაქტორის განლაგება დასავლეთ უკრაინაში, ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება.
მესამე და მეოთხე რეაქტორების მშენებლობა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა.


