Accentnews.ge
გერმანია უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს თავდაცვის ახალ მასშტაბურ გეგმას

გერმანია უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს თავდაცვის ახალ მასშტაბურ გეგმას

25/01/2024 17:29:02 მსოფლიო

ბუნდესვერი ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, ამზადებს ახალ ყოვლისმომცველ ოპერატიული თავდაცვის გეგმას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გაკვეთილების გათვალისწინებით. ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტმა ანდრე ბოდემანმა ისაუბრა DPA-სთან ინტერვიუში და რიგი დეტალებიც გაამჟღანა.

გერმანიის თავდაცვის გეგმა არის საიდუმლო, მოიცავს ასობით გვერდს და სავარაუდოდ, მზად იქნება მარტის ბოლოსთვის. ის, პირველ რიგში, მიზნად ისახავს პოტენციური აგრესიის შეკავებას, – განმარტავს ბოდემანი.

”ეს ნიშნავს, რომ მე არ ველოდები სატანკო ბრძოლას ველზე ჩრდილოეთ გერმანიაში და, იმედია, რუსული დესანტიც არ იქნება. მაგრამ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას - პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ სადგურებს - რა თქმა უნდა, დივერსია ემუქრება, მათ შორის, შესაძლოა, გარე სადაზვერვო სამსახურებიდან, რომლებიც შემოაღწიეს და მის დაზიანებას ცდილობენ“, - განმარტავს გენერალ-ლეიტენანტი.

გერმანიის თავდაცვის ახალ გეგმაში გათვალისწინებულ ოთხ მთავარ საფრთხეს შორის იქნება ნახსენები ყალბი ამბები და დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია მედიის, ხელისუფლების გადაწყვეტილებების, საზოგადოებრივი აზრისა ცვლილებისკენ; კიბერშეტევები; მიზნობრივი გადაბირება; დივერსია.

ბოდემანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეგმა ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამოცდილებას - კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ნატოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემთხვევაში, გერმანული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ფლანგზე და ვერ შეძლებს გერმანიის დაცვას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბუნდესვერის ზომის შემცირების გათვალისწინებით, გერმანია თავდაცვაში სამოქალაქო პირებისა და კომპანიების უფრო დიდ ჩართულობას ითვალისწინებს. მაგალითად, ჯარი დადებს კონტრაქტებს სამოქალაქო კომპანიებთან მომსახურებისთვის.

"ეს თავდაცვის გეგმა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს შეკავებას. ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას, რომ საერთოდ არ მოხდეს კონფლიქტი ან ომი", - თქვა გერმანელმა გენერალმა.

ბოლო პერიოდში ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება რუსეთთან შესალო ომისთვის მზადების აუცილებლობაზე. დეკემბერში ბრიტანეთის მთავარსარდალმა მოუწოდა, გაიხსენონ ჰიტლერის დრო და მოემზადონ პუტინთან ომისთვის. გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავარსარდალმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბელგიის არმიის შტაბის უფროსმა მოუწოდეს შესაძლო ომისთვის მოქალაქეების მენტალურად შემზადებისკენ.

2024 წლის დასაწყისში შვედეთის უზენაესმა მთავარსარდალმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა თანამოქალაქეებს ურჩიეს, მოემზადონ დიდი ომის საფრთხისთვის. 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება განიხილავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსული თავდასხმის შესაძლებლობას ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში. 19 იანვარს ამ საკითხზე გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ბორის პისტორიუსმაც ისაუბრა - მისი აზრით, დასავლეთს კიდევ 5-8 წელი აქვს სამხედრო შეტაკებამდე. ხოლო 22 იანვარს ნორვეგიის არმიის მთავარსარდალმა რუსეთთან ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S