აშშ–მა და ბრიტანემა ჰუთების ხელმძღვანელები დაასანქცირეს
25/01/2024 18:30:57 მსოფლიო
აშშ–მა სანქციები დაუწესა რადიკალური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს. საუბარია ჰუთებზე, რომლებიც აკონტროლებს იემენის ტერიტორიის ნაწილს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს.
სანქციების სიაში შედიან მოჰამედ ნასერ ალ-ატიფი, რომელსაც ჰუთები მათ მიერ დანიშნულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრს უწოდებენ, ასევე ჰუთების საზღვაო ძალების სარდალი მუჰამად ფადლ აბდ ალ-ნაბი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ „ჰუთების ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ სანქციები წითელ ზღვასა და არაბეთის ყურეში გემებზე უკანასკნელი თავდასხმებისთვის დაწესდა ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში. გემებზე თავდასხმების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჰუთები კვლავ შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.
სანქციები დააწესა ბრიტანეთმაც.


