Accentnews.ge
რუსეთიდან უკრაინაში კიდევ ორი ​​ბავშვი დააბრუნეს

რუსეთიდან უკრაინაში კიდევ ორი ​​ბავშვი დააბრუნეს

25/01/2024 18:40:18 მსოფლიო

რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ორი ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს, განაცხადა ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.

„კრინკიში ცხოვრობდნენ ბიჭი და გოგონა, შესაბამისად – 16 და 17 წლის ასაკის. მარჯვენა სანაპიროს განთავისუფლების შემდეგ მტერმა ბავშვები კრასნოდარის მხარეში გადაიყვანა. მრავალი სამსახურის ძალისხმევით, ბავშვებმა შეძლეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოჯახებთან დაბრუნება. მადლობა ორგანიზაციას Save Ukraine, რომელმაც წვლილი შეიტანა ამაში. ოჯახები კვლავ ერთად არიან“, - წერს მან ტელეგრამ–არხზე 25 იანვარს.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინიდან რუსეთში 20 ათასამდე ბავშვი იქნა დეპორტირებული და მათგან მხოლოდ 500–მდე დააბრუნეს. ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად აღირიცხა. უკრაინელი უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ უკრაინიდან იძულებით დეპორტირებული „ასობით ათასი“ ბავშვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S