თურქეთმა ოფიციალურად დაასრულა შვედეთის NATO–ში გაწევრიანების რატიფიცირება
25/01/2024 19:31:10 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც რატიფიცირებულია შვედეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი.
გადაწყვეტილება 25 იანვარს საღამოს გამოქვეყნდა თურქეთის ოფიციალურ მაცნეში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა. ამრიგად, თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა ნატოში.
ახლა ჯერი უნგრეთზეა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამ კვირაში მიიწვია თავისი შვედი კოლეგა ბუდაპეშტში წინადადების განსახილველად.


