Accentnews.ge
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლს აშენებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლს აშენებს

26/01/2024 13:12:17 საზოგადოება, რეკლამა

„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია. ბანკთან თანამშრომლობით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #37ა-ში პრემიუმ კლასის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 3.8 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

დეველოპერული პროექტი 2 323 კვ.მ-ზე 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც 84 საცხოვრებელი ბინა, საოფისე ფართები, გამწვანებული ეზო და პარკინგის სივრცე განთავსდება. მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, გიორგი წეროძის განცხადებით, კომპანია სამომავლოდ თბილისში მეტი ახალი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

„ჩვენ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებას 2024 წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ. „ინვესტ დეველოპმენტთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად რამდენიმე მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის მრავალფუნქციური საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ჩხიკვაძისა და ტერევერკოს ქუჩებზე. ახალი პროექტი კი, თბილისის ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ უბანში, ბაგებში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს. კომპანია სამომავლოდ თბილისში მეტი ახალი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S