ზელენსკის მრჩეველი: უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერი "მშვიდობის სამიტზე" მიიწვია
26/01/2024 13:47:03 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შვეიცარიაში დაგეგმილ "მშვიდობის სამიტზე" მიიწვია. ამის შესახებ ზელენსკის მრჩეველმა იჰორ ჟოვკვამ Reuters-თან ისაუბრა.
"ჩინეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ჩვენ ამ პროცესში ვრთავთ ჩვენ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა" – თქვა ჟოვკვამ.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ჩინეთი რუსეთის მთავარ პარტნიორად იქცა.


