Accentnews.ge
სუს–ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმიანება

სუს–ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმიანება

26/01/2024 15:19:25 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე განხორციელებულ შეტევას და აღნიშნავს, რომ აღკვეთა კიბერშეტევა, რომლის შედეგად ვებ–გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს",– აცხადებენ სუს–ში.

სუს––ი დამატებით დასძენს, რომ მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S