Accentnews.ge
უკრაინამ კიდევ 77 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 77 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

26/01/2024 15:31:41 მსოფლიო

უკრაინამ 77 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა, იტყობინება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი 26 იანვარს.

შტაბმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს „ნეშთების დაბრუნების ხელშეწყობისთვის“.

უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ ცხედრების გადაყვანას გარკვეულ სახელმწიფო სპეციალიზებულ დაწესებულებებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან და სასამართლო ექსპერტებთან დაღუპულთა ვინაობის დასადგენად.

დაღუპული უკრაინელი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია. 2022 წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 9 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმავე წლის სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში ყოველდღიურად უკრაინა 50-მდე ჯარისკაცს კარგავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S