Accentnews.ge
ესტონეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსული ძალების შეტევითი ოპერაციები მცირდება, იწყება ნებისყოფის ბრძოლა

ესტონეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსული ძალების შეტევითი ოპერაციები მცირდება, იწყება ნებისყოფის ბრძოლა

26/01/2024 16:08:14 მსოფლიო

რუსული ძალები, როგორც ჩანს, თანდათან ამცირებენ შეტევითი ოპერაციების ინტენსივობას უკრაინის ბრძოლის ველზე, მაგრამ ემზადებიან მორიგი თავდასხმისთვის დონეცკის ოლქის სტრატეგიულ ქალაქ ავდეევკას მიდამოში. ამის შესახებ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა განაცხადა.

მისი ცნობით, უკრაინაში, ბრძოლის ველზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარება მთლიანობაში დიდად არ შეცვლილა.

"საომარი მოქმედებების საერთო ინტენსივობა შემცირდა წინა კვირებთან შედარებით, ერთი გამონაკლისის გარდა: ავდეევკას რაიონში რუსეთის ფედერაციიდან თავდასხმების რიცხვი იზრდება", - თქვა მან.

ესტონეთის დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, სამხედრო აქტივობის კლება ძირითადად ამინდის ცვლილებით არის განპირობებული - ნალექის მომატების და დაბალი ტემპერატურის გამო ნიადაგი იყინება და გაუვალი ხდება ტექნიკისთვის.

ამავდროულად, კივისელგი დასძენს, რომ რუსები აგრძელებენ აქტიურ ბრძოლას ავდეევკას რაიონში, სადაც ისინი თავს უყრიან აღჭურვილობას - სავარაუდოდ, გარღვევის კიდევ ერთი მცდელობისთვის.

"სავარაუდოა, რომ ავდეევკას მიმართულებით შეტევითი მოქმედებების ამჟამინდელი ინტენსივობა და მისი შესაძლო გადაადგილება ასევე მიზნად ისახავს უკრაინელების საბრძოლო განწყობის გატეხვას", - ამბობს ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის უფროსი.

ამავდროულად, ფრონტის სამხრეთ სექტორზე, დასძინა მან, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს, შეენარჩუნებინათ დაკავებული ტერიტორიები, განსაკუთრებით დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

ზოგადად, რუსეთის ოპერატიული გარღვევა უკრაინაში უახლოეს კვირებში ნაკლებად სავარაუდოა,– შეაჯამა მან.

„შეიძლება ითქვას, რომ რუსული მხარის შეტევითი აქტივობა მცირდება ამინდის გაუარესების საერთო კონტექსტში. თუ მოძრაობა შენელდება, ჯავშანტექნიკა შეფერხდება, თხრილები წყლით ივსება, დაიწყება ნებისყოფის ბრძოლა და ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას ექნება ბევრად მეტი ნება, მოიგოს ეს ბრძოლები საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ”- ამბობს ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S