F-35–ის გამანადგურებლები პირველად პატრულირებენ ბენილუქსის საჰაერო სივრცეში
26/01/2024 16:33:18 მსოფლიო
ნიდერლანდებმა ხუთშაბათს დაიწყო თავისი F-35 მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება ნატოს საჰაერო პატრულირების პროგრამის ფარგლებში ბენილუქსის ქვეყნებში (ეკონომიკური კავშირი დასავლეთ ევროპაში, რომელშიც ერთიანდება სამი სახელმწიფო: ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი). ამის შესახებ ალიანსის საჰაერო ძალების გაერთიანებული სარდლობა იტყობინება.
ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების მეხუთე თაობის F-35 მებრძოლი, ორ F-16-თან ერთად, მზადყოფნის რეჟიმშია ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის საჰაერო სივრცის დასაცავად და სწრაფი რეაგირების მისიების 24/7–ზე შესასრულებლად.
თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან რიგრიგობით აფრინდებიან ეროვნული ბაზებიდან ბენილუქსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჰოლანდიური მოიერიშე თვითმფრინავები ამ მისიას პირველად შეასრულებენ თანამედროვე F-35–ების გამოყენებით 9 მაისამდე.


