გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი კრემლის პოლიტიკის ცვლილებას არ ელის, „მაშინაც კი, თუ პუტინი ფანჯრიდან გადმოვარდება"
26/01/2024 16:55:34 მსოფლიო
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელი ბრუნო კალი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმiრ პუტინი „არ მოერიდებოდა“ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე თავდასხმას. ამის შესახებ კალმა Focus-თან განაცხადა, მას სააგენტო AFP ციტირებს.
BND-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ პუტინს „აღარ ექნებოდა მიზეზი, არ შეეტია ნატოსთვოს“ დასავლეთს რომ არ მოეხდინა თავდაცვის მზაობის მკაფიო დემონსტრირება. „თუ უკრაინა იძულებული გახდება, დანებდეს, ეს არ დააკმაყოფილებს რუსეთის ძალაუფლების წყურვილს“, - დარწმუნებულია BND-ის ხელმძღვანელი.
კალმა გაიმეორა, რომ პუტინის მიზანია, აღადგინოს "დიდი რუსეთი", „საშინელება იქნებოდა, თუ ძალის გამოყენების ეს მზაობა გაიმარჯვებდა საგარეო პოლიტიკაში და ევროპა მის წინაშე კაპიტულაციას მოახდენდა“, - ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მას რუსეთში ხელისუფლების ცვლილება ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რადგან პუტინი "მყარად ზის უნაგირზე".
„მაშინაც კი, თუ ის ფანჯრიდან გადმოვარდება ან სხვაგვარად დაზიანდება, იქნება საკმარისი ხალხი, ვინც მის მსგავსად ფიქრობს და იგივე პოლიტიკას გაატარებს“, - თქვა კალმა და დასძინა, რომ ის ვერ ხედავს ერთ დღეში ხელისუფლების ცვლილების ნიშნებს, მაგალითად, დემოკრატიის დახმარებით.


