Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული ყველა "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული ყველა "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ

27/01/2024 07:30:40 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 4 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტია. უწყების თქმით, უკრაინელებმა ოთხივე მათგანი გაანადგურეს.

"2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან ) "შაჰიდის" ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში," - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S