Accentnews.ge
შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს

შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს

27/01/2024 07:43:56 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თანამდებობიდან გადადგომა გადაიფიქრა. "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვრცელ პოსტში მიშელი წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და აღარ მიიღებს მონაწილეობას ევროპარლამენტის არჩევნებში. მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს.

"...მე მივესალმები ყველა პოლიტიკურ კრიტიკას და ლეგიტიმურ არგუმენტს. ბუნებრივად, ყველა სიტუაციას აქვს რამდენიმე შესაძლო მხარე. თუმცა ფაქტობრივ არგუმენტებს პირადი შეტევები ბევრად აღემატება. მე მჯერა, რომ ეს ამახინჯებს დემოკრატიულ დისკურსს. პერსონალურად მე ეს მაიძულებს დავფიქრდე ჩემი საარჩევნო ვალდებულების მნიშვნელობაზე და გავლენაზე, რომელსაც ჩემი ცხოვრების 30 წელი მივუძღვენი, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვისაც.

ამ მიზეზებითა და ჩემს მისიაზე აქცენტის გაკეთებით, მე აღარ ვიქნები ევროპული არჩევნების კანდიდატი. ჩემს მთელს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, გაუტეხელი მონდომებით. მე ყოველთვის ვიქნები ევროპის გულმხურვალე ადვოკატი, რომელიც არის დემოკრატიული, ძლიერი, გაერთიანებული და მისი ბედის მთავარი განმსაზღვრელი.

ჩემი სამომავლო გეგმებს ამ მანდატის დასრულების შემდეგ განვიხილავ" - წერს მიშელი.

მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, შესაძლო იყო რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება. იმ შემთხვევაში თუ ევროპელი ლიდერები მიშელის შემცვლელის კანდიდატურაზე ვერ შეჯერდებოდნენ, მის ადგილს სწორედ უნგრეთის პრემიერი დაიკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S