მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ჩიქობავა-ხასაიას მხარდასაჭერად წერილს ავრცელებენ

27-01-2024 19:40:09

70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებენ. ისინი აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

წერილზე ხელმომწერები არიან:

  1. ზვიად კვარაცხელია
  2. მაია კუდავა
  3. ნიკა ლაშხია
  4. ხვიჩა ყალაბეგაშვილი
  5. გვანცა ჯობავა
  6. ნინო ნადირაძე
  7. თეკლა ქველაძე
  8. გიორგი შონია
  9. ბექა ქურხული
  10. ლევან ბერძენიშვილი
  11. სანდრო ნავერიანი
  12. მანანა მათიაშვილი
  13. ნათია ორმოცაძე
  14. ნუკა ღამბაშიძე
  15. ნიკი თარხან-მოურავი
  16. ბათუ დანელია
  17. პაატა შამუგია
  18. თამარ ლონდარიძე
  19. მაგდა კალანდაძე
  20. დავით სამნიაშვილი
  21. ინგა ჟღენტი
  22. ნატო გორდელაძე
  23. მერაბ ფიფია
  24. რუსუდან რუხაძე
  25. ლუკა ბაქანიძე
  26. ლანა კალანდია
  27. იაკი კაბე
  28. ელენე ჯაფარიძე
  29. ანა ჯავახიშვილი
  30. თამარ ჟღენტი
  31. ზურა პაპიაშვილი
  32. თინა მამულაშვილი
  33. კოკა ქამუშაძე
  34. მაშო სამადაშვილი
  35. არჩილ ქიქოძე
  36. მიხეილ ციხელაშვილი
  37. ია ჯინჭარაძე
  38. ნატო ალხაზიშვილი
  39. ნუკრი ბერეთელი
  40. დალილა გოგია
  41. ირინე ჭოღოშვილი
  42. ნათია მიქელაძე
  43. მაია თარგამაძე
  44. ნანა ჯანაშია
  45. ნინო ჭინჭარაული
  46. ნათია გიორგაძე
  47. ირაკლი ლომოური
  48. ქეთი ქანთარია
  49. მაიკო დანელია
  50. ბესო სოლომანაშვილი
  51. თორნიკე სიბაშვილი
  52. ნატაშა ლომოუერი
  53. მაია ცირამუა
  54. ნესტან კვინიკაძე
  55. თეონა ჭანიშვილი
  56. დარეჯან კიკოლიაშვილი
  57. ლექსო ქურხული
  58. ქეთევან ყანჩაშვილი
  59. ნიკოლოზ აგლაძე
  60. ხათუნა თავდგირიძე
  61. ნინო ლეჟავა
  62. ტორესა მოსი
  63. ლელა კოდალაშვილი
  64. ნიკა სამუშია
  65. მარიამ კიკაჩეიშვილი
  66. ნუცა მეტრეველი
  67. ლევან ძნელაძე
  68. გიორგი მაისურაძე
  69. ხათუნა ცხადაძე
  70. თამარ კორკოტაშვილი
  71. ნინო ბექიშვილი
  72. სოფო შამანიდი
  73. ლაშა ბუღაძე
  74. გია გოკიელი
  75. დავით ზურაბიშვილი
  76. ნინი ელიაშვილი
  77. ლუკა გრიგოლია

განცხადების თანახმად, ხელმომწერები გამოდიან სესხების გამო ოჯახების „უტიფარი და ბრუტალური მეთოდით“ გამოსახლების წინააღმდეგ. „არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება“, - წერია განცხადებაში.

„ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიიჩნევენ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას დაკავება, შემდეგ კი მათთვის პატიმრობის მისჯა, „უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა“, სოლიდარობას უცხადებენ მათ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ“, - აცხადებენ ისინი.

23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.

პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი - სისხლის სამართლის წესით.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.

კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.

გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები