Accentnews.ge
ირანი უარყოფს ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

ირანი უარყოფს ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

29/01/2024 06:18:40 მსოფლიო

ირანი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს.

„ეს ბრალდებები შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით - რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.

სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და არაერთი დაშავდა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე. ამის შესახებ 28 იანვარს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს“, -განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის."

BBC აღნიშნავს, რომ ეს რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი შემთხვევაა გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" წევრების თავდასხმის შემდეგ. ამ ფონზე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მაგრამ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S