Accentnews.ge
მედია: საბერძნეთი საბჭოთა წარმოების იარაღს უკრაინას გადასცემს

მედია: საბერძნეთი საბჭოთა წარმოების იარაღს უკრაინას გადასცემს

29/01/2024 06:59:50 მსოფლიო

საბერძნეთის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა უკრაინისთვის გადასაცემად ის შეიარაღება მოამზადონ, რომელსაც საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში აღარ იყენებენ,– ამის შესახებ უკრაინული მედია ბერძნულ გამოცემა Kathimerini-ზე მითითებით წერს.

როგორც გამოცემა მიუთითებს, უკრაინისთვის იარაღის გადაცემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოთხოვნა იყო. ბლინკენის წერილში ნათქვამია, რომ პრიორიტეტი მიენიჭება საბერძნეთის საჰაერო ძალებისთვის KC-135-ის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის გადაცემას, რაც გაზრდის ბერძენი მებრძოლების ოპერატიულ შესაძლებლობებს, ხოლო საბერძნეთს შეუძლია უკრაინას მიჰყიდოს ან გადასცეს არასაჭირო აღჭურვილობა და აშშ მზად არის ამისთვის 200 მილიონ დოლარამდე გამოყოს.

გაზეთის ცნობით, საბერძნეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე გასცა საჭირო მითითებები, რომ მოძველებული სისტემები და აღჭურვილობა, რომლებსაც ბერძნული არმია აღარ იყენებს, უკრაინას გადაეცეს.

საბერძნეთი საბჭოთა წარმოების სხვადსახვა საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს, თუმცა რომელი მათგანი გადაეცემა უკრაინას, ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S