Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები ოთხ რეგიონში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონის განადგურების შესახებ იუწყებიან

უკრაინის საჰაერო ძალები ოთხ რეგიონში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონის განადგურების შესახებ იუწყებიან

29/01/2024 07:21:35 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 29 იანვრის ღამეს რუსებმა 8 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვა და საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა.

უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს რეგიონებში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალების ცნობით, მტერმა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან ერთი "ისკანდერ-М" რაკეტა გაუშვა, ასევე, ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან სამი С-300-ის ტიპის რაკეტა. უწყებას არ დაუკონკრეტებია რა შედეგები მოჰყვა სარაკეტო თავდასხმას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S