Accentnews.ge
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად ჩავიდა პაკისტანში ორმხრივი დაძაბულობის ფონზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად ჩავიდა პაკისტანში ორმხრივი დაძაბულობის ფონზე

29/01/2024 07:41:46 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი პაკისტანში ჩავიდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ირანსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემდეგ, რაც ერთმანეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ის ისლამაბადში მის პაკისტანელ კოლეგას ჯალილ აბას ჯილანის შეხვდება და სხვადასხვა საკითხზე სიღრმისეული საუბარი ექნებათ.

ვიზიტამდე, 27 იანვარს ირანში სისტან-ბელუჯისტანის რეგიონში შეიარაღებულმა პირებმა ცხრა პაკისტანელი მუშა მოკლეს.

16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თეირანი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და პასუხით დაიმუქრა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით, ამ სოფელში ტერორისტები იმალებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S