ზელენსკი: ვამზადებთ ახალ თავდაცვის პაკეტებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის
29/01/2024 08:44:54 მსოფლიო
მომავალი კვირის შედეგების მიხედვით, „უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში.
„ახალი კვირისთვის უკვე არსებობს საერთაშორისო კომუნიკაციების გრაფიკი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს. რაც შეეხება პოზიციებს ევროპაში - ევროკავშირთან ურთიერთობაში და ჩვენს მეზობლებთან ევროკავშირში და რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს - მათ, ვინც უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვამზადებთ ახალ თავდაცვის პაკეტებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის“, - აცხადებს სახელმწიფოს მეთაური.
ზელენსკის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ყოველ კვირას მივცეთ პარტნიორებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უფრო მკაფიო შეთანხმებები, ხოლო თავდაცვის კოალიციებს – მეტი სტაბილურება იარაღის, ჭურვებისა და აღჭურვილობის მიწოდებით“.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას, რათა „შეთანხმებებმა იმუშაოს, ხოლო ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობა ეფუძნება ჩვენი პარტნიორების გამძლეობას“.
ერთი დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 7 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს უკრაინის დასახმარებლად 2024 წელს. თუმცა, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ კიევის მხარდაჭერა, დასძინა მან.
მანამდე იაპონიამ გამოყო 37 მილიონი დოლარი უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების შესაძენად.


