უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
29/01/2024 10:03:21 მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა,– იუწყება ადგილობრივი მედია.
პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას უნდა შეხვდეს.
შეხვედრა ქალაქ უჟგოროდშია დაგეგმილი.
„უჟგოროდში მივდივარ, წინ გრძელი დღე გვაქვს... ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამიერკარპატიის უნგრულმა თემმა დაიბრუნოს თავისი უფლებები“, - დაწერა ვიზიტის შესახებ სიიარტომ "ფეისბუქზე".
ცნობილია, რომ უნგრეთი ბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტს.


