Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის შეჩერება შესაძლებელია!

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის შეჩერება შესაძლებელია!

29/01/2024 10:11:04 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია რუსეთის შეჩერება, რათა უკრაინის განადგურება და მესამე მსოფლიო ომი არ დაუშვან. ამის შესახებ პრეზიდენტმა გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ ომი წელს დასრულდეს.

„უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვჯეროდეს ხალხის, უკრაინის, გვჯეროდეს ჩვენი პარტნიორების და გვჯეროდეს მსოფლიოსი. ყოველი ომი მთავრდება. ძალიან რთულ მომენტში ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის შეჩერება ამ ომით მაინც შესაძლებელია. შესაძლებელია, არ დავუშვათ უკრაინის განადგურება, ჩვენი ერის განადგურება, შესაძლებელია გლობალური მიგრაციის თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება უკრაინის დახმარებას:

"პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რომ მარტო ევროპა არ დარჩება. ზოგადად, საკითხი კომპლექსურია. პირველი: ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება იმ დონეზე, რომელზეც უკრაინა მხარდაჭერას აქამდე იღებდა - ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. რატომ? იმიტომ, რომ, ალბათ, მთელი ევროპაც რომ გაერთიანდეს, ის შეძლებს საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს გავლენა აქვს და როდესაც სიგნალები არ არის ძალიან დადებითი, მათ იგივე გავლენა აქვთ ზოგიერთ ევროპელ ლიდერზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S