სომხეთმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა

29-01-2024 14:19:41 კავკასია

სომხეთმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება, – ამის შესახებ სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რესპუბლიკის არმიის 32 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რესპუბლიკას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა ურთიერთობების დივერსიფიკაციისა უსაფრთხოების სფეროში, რადგან "დამკვიდრებული იდეები უსაფრთხოების სისტემებისა და მათი ფუნქციონირების ფორმულების შესახებ, სასტიკი ხუმრობით გვეთამაშა".

"ჩვენ მივყვებით ამ გზას – ჩვენ ვართ ახალი და თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის შეძენის გზაზე. ბოლო წლებში მთავრობამ გააფორმა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვაზე",– თქვა ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნის მქონე ჯარის ყოლა ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა და "ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები