Accentnews.ge
უკრაინა უარყოფს ტაბაევკას რუსების მიერ დაკავების შესახებ ცნობებს

უკრაინა უარყოფს ტაბაევკას რუსების მიერ დაკავების შესახებ ცნობებს

29/01/2024 11:17:20 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში, ხარკოვის რაიონის სოფელ ტაბაევკას დაკავების შესახებ იუწყება. აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ეს არის დაახლოებით ნახევარი კვადრატული კილომეტრის ფართობის დასახლებული პუნქტი.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ის, რომ მოწინააღმდეგე თავის განცხადებებში ტრაბახობს ტაბაევკის აღებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. იქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისად არავითარი ტაბაევკა მტერს არ ჩაუგდია ხელთ. ამიტომ აი, ასეთი მინიმალური წინსვლა ამ ტერიტორიაზე - ესა ყველაფერი, რაც დამპყრობლებმა შეძლეს. ჩვენი მხრიდან კი მთავარია, შევინარჩუნოთ სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლე. თუკი არის შესაძლებლობა, დავდგეთ უკეთეს ზღვრებზე, რათა დავიკავოთ თავდაცვითი პოზიციები და შემდეგ საიერიშო მოქმედებებზე გადავიდეთ, გავაუმჯობესოთ ტაქტიკური მდგომარეობა, ეს გაკეთდება,“ – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სპიკერმა ვოლოდიმირ ფიტიომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S