Accentnews.ge
ქუთაისის მერია: გრაფიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს

ქუთაისის მერია: გრაფიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს

29/01/2024 11:42:46 სამართალი, საზოგადოება

ქუთაისის ისტორიულ უბანში, მონპლეზირის თაღთან არსებული კედლის მხატვრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს, რომლებიც საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ქვეყანა გრაფიტის ვანდალურად დაზიანების შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი განცხადებით, გრაფიტის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს:

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით. 21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ამ დრომდე ელოდება მერიისგან პასუხებს კითხვებზე, რომელმა სამსახურებმა გამოიკვლიეს გრაფიტის დაზიანების ფაქტი, ცნობილია თუ არა ვანდალური ფაქტის ჩამდენთა ვინაობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და განხორციელდება თუ არა მათ მიმართ სანქციები.

გრაფიტი 21 იანვარს დააზიანეს. ფაქტს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ქუთაისის მერიამ გრაფიტის აღდგენის დაპირება გასცა.

ქუთაისში ე.წ. მონპლეზირის მიმდებარე კედელი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, "ქარავან არტფორუმი 2016-ის" ფარგლებში მოიხატა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S