Accentnews.ge
უნგრეთი მზადაა, დათმობაზე წავიდეს უკრაინის დახმარების საკითხში

უნგრეთი მზადაა, დათმობაზე წავიდეს უკრაინის დახმარების საკითხში

29/01/2024 12:45:48 მსოფლიო

უნგრეთმა მზადყოფნა გამოთქვა, კომპრომისზე წავიდეს უკრაინის დახმარების საკითხში. ბუდაპეშტის მთავრობა ღიაა ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს პაკეტის გამოყოფისადმი გარკვეული პირობებით, – განაცხადა ორშაბათს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა. უნგრეთმა შესაბამისი წინადადება ბრიუსელს 27 იანვარს გაუგზავნა. მისი შინაარსი ჯერ არ არის გამჟღავნებული.

მანამდე უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში იანოშ ბოკამ ბრიუსელი შანტაჟში დაადანაშაულა. ამის მიზეზი გაზეთ Financial Times-ის სტატია გახდა, რომლის თანახმად, ევროკავშირმა შესაძლოა გადადგას ნაბიჯები უნგრეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის გეგმიური დახმარების ბლოკირებას 1 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე.

28 იანვარს ბოკამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი ქვეყანა "ზეწოლის ქვეშ უკან არ დაიხევს".

დღეს უკრაინაში შეხვედრებს მართავს უგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

იხილეთ ასევე: FT: ბრიუსელი ემუქრება უნგრეთის ეკონომიკას, თუ ორბანი კვლავ დაბლოკავს უკრაინის დახმარების პაკეტს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S