
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა
29/01/2024 13:02:40 პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე მედია იუწყებოდა.
მან მიზეზად პარტიული დემოკრატია და შიდა როტაცია დაასახელა და თქვა, რომ გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია და მათაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება.
მას არ დაუსახელებია მისი შემცვლელის ვინაობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ირაკლი კობახიძე იქნება, რომელიც აქამდე „ქართული ოცნების“ თავმძიმარის პოსტს იკავებდა.