თურქეთში პუტინის ვიზიტი კვლავ დაანონსდა
29/01/2024 13:49:41 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თებერვალში თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი ავრცელებს.
„ალბათ უკრაინის საკითხი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება“, - განაცხადა იური უშაკოვმა.
მანამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტსაც გეგმავს.
პუტინის თურქეთში ვიზიტი გასულ წელსაც დაანონსდა, თუმცა არ შემდგარა.


