Accentnews.ge
პაკისტანი და ირანი იუწყებიან, რომ უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

პაკისტანი და ირანი იუწყებიან, რომ უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

29/01/2024 15:29:18 მსოფლიო

პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმების თაობაზე იუწყებიან.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯალილ აბას ჯილანმა ირანელ კოლეგასთან ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან კომუნიკაციის ძლიერი არხები აქვთ.

"ერთობლივი თანამშრომლობით არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან“,– თქვა მან.

ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი პაკისტანს მალე ეწვევა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში პირველად ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით ირანსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემდეგ, რაც ერთმანეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.

ვიზიტამდე, 27 იანვარს ირანში სისტან-ბელუჯისტანის რეგიონში შეიარაღებულმა პირებმა ცხრა პაკისტანელი მუშა მოკლეს.

16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თეირანი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და პასუხით დაიმუქრა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით, ამ სოფელში ტერორისტები იმალებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S