ერთ კვირაში რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის სამ თვითმფრინავს შეექმნა ფრენის დროს ძრავთან დაკავშირებული პრობლემები
29/01/2024 19:12:23 მსოფლიო
29 იანვარს, ფრენის დროს რუსეთის უმსხვილესი კერძო ავიაკომპანიის S7-ის ძრავას პრობლემები შეექმნა.
როგორც არხი "ავიაინციდენტი" იუწყება, Airbus A-320–ის თვითმფრინავი, რომელიც ომსკიდან 170 მგზავრით აფრინდა, დომოდედოვოში დაეშვა. თვითმფრინავის შემდგომი რეისები შეუჩერეს. ეს უკვე მესამე ინციდენტია ბოლო კვირაში. 27 იანვარს ავიაკომპანიის კიდევ ორმა თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა მსგავსი ხარვეზების გამო. ულან-უდიდან მოსკოვში 160 ადამიანი უნდა გაფრენილიყო, მაგრამ Boeing 737-800 ვერ აფრინდა.
ძრავის გაუმართაობის გამო ვერ შეასრულა რეისი S7–მა მოსკოვიდან ანტალიის მიმართულებით. 27 იანვარს დილით დომოდედოვოს აეროპორტში, Boeing 737-800-მა შეაჩერა აფრენა კვლავ ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მანამდე S7-ს ჰქონდა პრობლემები თვითმფრინავების მოვლასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, Airbus A320/A321neo-სთვის ამერიკული P&W ძრავების შეკეთების თაობაზე, რომლებთანაც არ მუშაობენ რუსეთისა და ირანის ტექნიკური ორგანიზაციები.
წლის დასაწყისიდან რუსული ავიახაზების თვითმფრინავებმა რეისი მინიმუმ 14-ჯერ ვერ შეასრულეს. მესამედ შემთხვევაში პრობლემა ძრავა იყო.
გასული წლის იანვარ-ნოემბერში, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში მოხდა 670 სერიოზული საავიაციო ინციდენტი, საიდანაც 400, ანუ 60% დაკავშირებული იყო ტექნიკურ პრობლემებთან. სანქციების გამო რუს გადამზიდველებს ლეგალურად არ შეუძლიათ დასავლური დეტალების შეძენა.


