Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვა უარყოფს ზალუჟნის გადადგომის შესახებ ცნობებს

უკრაინის თავდაცვა უარყოფს ზალუჟნის გადადგომის შესახებ ცნობებს

29/01/2024 19:38:14 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადადგომის შესახებ ცნობები.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, დაუყოვნებლივ გპასუხობთ ყველას: არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია სამინისტროს შეტყობინებაში.

მანამდე რამდენიმე ავტორიტეტული მედიასაშუალების წყაროებმა უარყვეს უკრაინის ხელისუფლებაში ცნობები იმის შესახებ, თითოს ზალუჟნის გადადგომა გარდაუვალია. მათი თქმით, უახლოეს მომავალში მთავარსარდლის გადადგომა არ მოხდება.

მანამდე უკრაინელმა ყოფილმა სახალხო დეპუტატმა ბორისლავ ბერეზამ გამოაქვეყნა "პოსტი", რომელშიც აცხადებდა, რომ ზალუჟნი გაათავისუფლეს. ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისში თავის "წყაროებს" ეყრდნობოდა.

დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ აღნიშნა, რომ ჯერ ოფიციალური ბრძანება არ გამოცემულა:

„ზალუჟნის უთხრეს მისი გადადგომის შესახებ, მაგრამ განკარგულება ჯერ არ არის. მას შესთავაზეს ელჩის თანამდებობა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მან უარი თქვა“, - დასძინა დეპუტატმა.

ჟურნალისტი რომან ციმბალიუკიც ირწმუნებოდა, რომ ზალუჟნის შემდეგ მთავარსარდლის პოსტს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი დაიკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S