Accentnews.ge
რიკოთზე სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

რიკოთზე სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

30/01/2024 06:11:41 რეგიონები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეიდან რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.

"ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში," - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S