რუსეთის ოთხ რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
30/01/2024 06:17:48 მსოფლიო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულას ოლქების ტერიტორიებზე 21 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 11 დრონი ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბელგოროდში, 3 - ბრიანსკში და თითო-თითო კალუგასა და ტულას ოლქებში.
დამატებითი ცნობები ჯერ უცნობია.


