Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 დრონი გაუშვა, განადგურდა 15

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 დრონი გაუშვა, განადგურდა 15

30/01/2024 06:23:45 მსოფლიო

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის არმიამ 35 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგამ მხოლოდ 15 ჩამოაგდეს. გენერალური შტაბის მოხსენებაში დაკონკრეტებული არაა, რა შედეგები მოჰყვა თავდასხმას.

კრივოი როგის მერმა ალექსანდრე ვილკულმა დილით დაწერა, რომ ერთი დრონი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეჯახა, გაჩნდა ხანძარი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. იუწყებიან ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში ნავთობსაცავის დაზიანების შესახებაც.

გენშტაბის ცნობით, რუსეთმა 10 სარაკეტო შეტევა განახორციელა S-300 ტიპის რაკეტებით მირნოგრადის, ლისოვკას, დონეცკის და მუზიკოვკას, ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ასევე 114 საჰაერო დარტყმა და 99 დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S