ევროკავშირმა კიდევ ნახევარი წლით გააგრძელა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
30/01/2024 06:36:37 მსოფლიო
ევროკავშირმა 2024 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.
სანქციები მოიცავს ვაჭრობის, საბანკო, ტექნოლოგიების, მრეწველობის და ტრანსპორტის სფეროებს. ასევე, კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიას.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 12 პაკეტი დაამტკიცა. მათ შორის რუსული ბანკები გათიშეს საერთაშორისო სისტემიდან SWIFT და აკრძალეს რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გზით ნედლი ნავთობის და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტი. არის ცნობები, რომ ბლოკი მუშაობს მე–13 სანქციების დამტკიცებაზეც.


