Accentnews.ge
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე რუს თანამზრახველთან ერთად დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე რუს თანამზრახველთან ერთად დააკავეს

30/01/2024 07:24:18 სამართალი

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ 32 წლის კაცი რუს თანამზრახველთან ერთად ჰამბურგში, პარფიუმერიის მაღაზიაში აიყვანეს.

მათ 700 ევროს ღირებულების პროდუქცია, ძირითადად სუნამოები და სახის მოვლის საშუალებები მოიპარეს. ისინი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მაშინ შენიშნა, როდესაც პროდუქციის დამალვას ქურთუკების შიდა ჯიბეებში ცდილობდნენ. დაცვამ ეჭვმიტანილები დააკავა და პოლიციას გადასცა.

პოლიციამ გერმანიაში უნებართვოდ ყოფნისა და ქურდობისთვის სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S